logo
ENG



მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან

13 აპრ 202619:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/nppk2q7i4vbapp5.png

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, პრესკონფერენციაზე საქართველოსთან ურთიერთობის მომავალზე ისაუბრა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მას დაუსვა შეკითხვა, თუ როგორ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა და გეგმავს თუ არა ახალი მთავრობა თბილისთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ის ფაქტი, რომ ვიქტორის მთავრობას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ბალკანეთის თუ სხვა რეგიონის ქვეყნებთან, არ ნიშნავს იმას, რომ უნგრეთს ამ ქვეყნებთან ნაკლები ურთიერთობა ექნება. თუმცა, თუ რომელიმე ქვეყნასთან ცუდი ურთიერთობა არსებობდა, ჩვენ მას გავაუმჯობესებთ, რადგან ჩვენს საერთო ინტერესებშია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და ერთობლივი კეთილდღეობა. მოხარული ვიქნები, გესტუმროთ თბილისში ან ნებისმიერ სხვა ადგილას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. ჩვენ არ ვეცდებით გავლენა მოვახდინოთ არჩევნებზე თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ან კიდევ სხვაგან, ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არცერთი ევროპული მთავრობის საქმე არ არის. ყველა იმისთვის არის არჩეული, რომ მხარი დაუჭიროს და წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი", - განაცხადა მადიარმა.


close დახურვა