დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორშაბათიდან, 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ, - ამის შესახებ მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
ლოზუნგით - "მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" - ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს.
აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.
შეგახსენებთ, საპროტესტო მარში ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით ყოველ შაბათს ტარდება.
