შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს - 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, ძალადობისა და მუქარის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
