logo
ENG



მახუნცეთის ჩანჩქერში ტურისტი კაცის ცხედარი იპოვეს

29 მაი 202615:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/29/5awcknz9kzf2tx2.jpg

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობის გულისხმობს.


close დახურვა