logo
ENG



ჰორმუზის სრუტის განაღმვას შესაძლოა 6 თვე დასჭირდეს - პენტაგონის გაფრთხილება კონგრესს

23 აპრ 202611:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/23/y5o478isdhx6e3e.png

ჰორმუზის სრუტის სრულმასშტაბიანი განაღმვა, სავარაუდოდ, ექვს თვემდე პერიოდს მოითხოვს - ამის შესახებ პენტაგონი ამერიკელ კანონმდებლებს დახურულ ბრიფინგზე აცნობებს.

ინფორმაციას Associated Press საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ეს შეფასება სამშაბათს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე გააჟღერეს.

წყაროს ინფორმაციით, ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა - კანონმდებლები ცდილობდნენ მეტი გაერკვიათ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომის ღირებულებაში, სტრატეგიასა და მიზნებში.

ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებას საერთაშორისო რეაქციებიც მოჰყვა. 17 აპრილს, კირ სტარმერი განაცხადა, რომ როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემს, საფრანგეთი და ბრიტანეთი დაიწყებენ „წმინდა თავდაცვით“ სამხედრო მისიას, რომლის მიზანიც სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების დაცვა იქნება.

ამასთან, გამოცემა The Times-ი წერს, რომ უკრაინა მზად არის, ბრიტანეთისგან მიღებული ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში განაღმვითი სამუშაოებისთვის გაგზავნოს.

ვითარების ფონზე, ოთხშაბათს დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე არ არსებობს.


close დახურვა