logo
ENG



Aktual Media-მ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა 2-ის გადაღება დაიწყო

24 აპრ 202612:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/dpaa2dprxp4iury.jpg

Aktual Media-ს გუნდმა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა 2-ის გადაღება დაიწყო, რომელიც საქართველოში მცხოვრები წარმატებულ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებას ასახავს.

ფილმის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 40 წუთია.

მისი გადაღება მიმდინარეობს თბილისში, ასევე მარნეულის, გარდაბნისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ ნოველა 2-ში მონაწილეობენ სამართლის, მედიცინის, სპორტის და სხვა სფეროებში ჩართული ახალგაზრდები.

პროექტი წარმატების ისტორიების ჩვენებასთან ერთად, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში განათლებისადმი ინტერესისა და მოტივაციის გაზრდასა და პერსპექტიული აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ფართოდ გაცნობას ქართული საზოგადოებისთვის.

ფილმს აწარმოებს Aktual Media-ს გუნდი. 

აღსანიშნავია, რომ პირველი ფილმი - Novella 1 2025 წლის 28 თებერვალს გამოვიდა და მას ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესით შეხვდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ ფილმი ბიზნესმენთა მხარდაჭერით იქმნება.


close დახურვა