logo
ENG



სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრალდებით სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს

25 აპრ 202619:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/25/vyovj5h7el8i4ce.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, მას ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სამთავრობო TV იმედის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკო ბიძიშვილია.


close დახურვა