აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანს მხარს უჭერს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის. ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან იმყოფებოდა სომხეთში, სადაც ორივე ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას შეუწყო ხელი.
მალე ამერიკის შეერთებული შტატები და სომხეთი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის „ტრამპის მარშრუტს“ ერთად ჩაუყრიან საფუძველს, რომელიც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და დაეხმარება ჩვენს ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, მიიღონ წვდომა ცენტრალური აზიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში ხელახლა ასარჩევად.
ნიკოლის დახმარებით, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე. გახადე სომხეთი კვლავ დიადი — MAGA!“ — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
