logo
ENG



ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

28 მაი 202617:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/28/n3s9umx645zljbo.png

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის 2.8 მილიარდი ევროს მეშვიდე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ბრიუსელის განცხადებით, თანხა უკრაინას ევროკავშირის „უკრაინის ფონდის“ ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მიერ რეფორმებისა და განსაზღვრული პირობების შესრულებას უკავშირდება.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ უკრაინამ წარმატებით შეასრულა საჯარო ფინანსების მართვის, სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები.

„უკრაინის ფონდი“, რომელიც 2024 წელს ამოქმედდა, 2027 წლამდე უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზებისთვის 50 მილიარდ ევროზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.


close დახურვა