logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთი დიდი ნავთობქარხანა დრონებით დაბომბა

02 ივნ 202610:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/02/7rcalm0swnj5dl9.png

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეში. უკრაინული დრონების სამიზნე ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. 

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგ თავდასხმას  საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მოჰყვა. რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია და თქვეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა რუსეთში, რომელსაც წელიწადში ექსვ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ეს ილსკის ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალების მე-16 წარმატებული თავდასხმაა. 

Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ გასულ, მაისის თვეში, უკრაინამ რუსულ ნავთობობიექტებზე რეკორდული რაოდენობის - სულ მცირე 30 იერიში მიიტანა.

Reuters-ის ინფორმაციით, სტრატეგიული ზიანი იმდენად დიდია, რომ სააგენტო კომპანია "ლუკოილის" კიდევ ერთმა გიგანტმა, ვოლგოგრადის ქარხანამ, წინა კვირას განხორციელებული შეტევის შემდეგ ნავთობის გადამუშავება საერთოდ შეაჩერა.

მოსკოვი უკრაინული დრონების თავდასხმებს ტერორიზმად აფასებს, კიევი კი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურა ომის დაფინანსების წყარო და კანონიერი სამიზნეა. 


close დახურვა