logo
ENG



რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

02 ივნ 202620:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/02/68vwzzy4al6nhkp.png

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 22-მდე გაიზარდა.

მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში იყო.

განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ქალაქ დნიპროში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბიჭი. დაშავებულია კიდევ 42 ადამიანი.

სამაშველო და საგანგებო სამსახურები დაზარალებულ რაიონებში მუშაობას აგრძელებენ, ხოლო დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.


close დახურვა