logo
ENG



უკრაინამ მოსოვის ოლქს დრონებით შეუტია, ცეცხლი გაუჩნდა Wildberries-ის უდიდეს საწყობს

16 აგვ 202612:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/16/rmx76iril2nkthb.png

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ორი დიდი ლოგისტიკური ცენტრი იწვის.

მოსკოვის მერის განცხადებით, რეგიონის მიმართულებით 600 დრონი მიფრინავდა, რომელთაგან 201 გაანადგურეს.

მონიტორინგის არხ Exilenova Plus-ის ცნობით, მოსკოვის მახლობლად, სოფელ კოლედინოში, Wildberries-ის საწყობზე დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ქალაქ დომოდედოვოში თავდასხმის დროს ხანძარი გაჩნდა საწარმოო და ლოგისტიკურ კომპლექს სევერნოე დომოდედოვოში.

უკრაინის დარტყმებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა ქალაქ ჩეხოვშიც ისმოდა.


close დახურვა