logo
ENG



წინასწარი მონაცემებით, სომხეთის არჩევნებში აქტივობამ 58.97% შეადგინა

07 ივნ 202621:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/07/yqqpbsuq9vszmhf.png

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 58.97 პროცენტმა, ხმა მისცა 1,476,597 ამომრჩეველმა, ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა განაცხადა.

სომხეთის წინა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2021 წლის ივნისში ჩატარდა ამომრჩეველთა 49.4 პროცენტმა (1,281,174) მიიღო მონაწილეობა.

სომხეთში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.


close დახურვა