logo
ENG



კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს, მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას

07 ივნ 202623:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/9fti5vvkqndmmb0.png

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას ულოცავს.

"გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ", - წერს კობახიძე.

სომხეთში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლა მიმდინარეობს.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შედეგების თანახმად, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა წარადგინა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ -"სამოქალაქო კონტრაქტი" – 330 ხმა მოიპოვა, 13-13 ხმა მოიპოვეს ბლოკმა "ძლიერი სომხეთი" და პარტიამ "ერთიანობის ფრთები", შემდეგ კი მოდის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი" 8 ხმით.

მანამდე, სომხეთში არჩევნების შედეგებზე ეგზიტპოლი პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ხმები ასე გადანაწილდა:

• ფაშინიანის პარტია - 56,7%

• კარაპეტიანის პარტია - 17,5

არჩევნების ოფიციალური შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.


close დახურვა