logo
ENG



ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა

08 ივნ 202610:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/7e89wo2ndz5n51k.png

პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

ფაშინიანმა პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას.

"გმადლობთ, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო. 2026 წლის 7 ივნისს გაიმართა ეროვნული ასამბლეის მორიგი არჩევნები და არჩევნების შედეგების საფუძველზე გამარჯვება მოიპოვა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“. პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.

მადლობას ვუხდი სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც, პირველ რიგში, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და საკუთარი თავისუფალი ნებით მისცეს ხმა.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ 2021 წელთან შედარებით „სამოქალაქო შეთანხმებამ“ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის ხმა მიიღო, ანუ ჩვენი მოქალაქეებისგან უფრო მეტი ნდობის მანდატი მოიპოვა. ეს ქმნის დიდ პასუხისმგებლობას და ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე სახელმწიფოს დასაცავად აღდგა, დამოუკიდებლობის დასაცავად აღდგა, მომავლის დასაცავად აღდგა და მშვიდობის დასაცავად აღდგა.

ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ხმა მისცა ნომერ 16-ს.

ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებო, მე ყველა თქვენგანი მიყვარხართ, ყველა თქვენგანით ვამაყობ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

დიდება დაღუპულებს და დიდხანს იცოცხლოს სომხეთის რესპუბლიკამ", -თქვა ფაშინიანმა. 

საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი. 

 


close დახურვა