4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ბრალდებულები სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ერთ-ერთი ბრალდებული ევა შაშიაშვილი ისედაც არ იმყოფებოდა პატიმრობაში, რადგან ის გირაოს სანაცვლოდ 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთო გაათავისუფლეს.
ბრალდების მხარე მათ საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. პროკურორის თანახმად, მათ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
2 ივნისს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
