სენაკში შვილმა მამა დაჭრა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ყელის არეში აქვს მიყენებული — ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
