logo
ENG



ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12 ივნ 202613:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/12/wgumcqk4kqeozr3.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და გადავიდა კადრების განკარგულებაში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული Facebook გვერდი, ყველაფერი პოლიციის შესახებ აქვეყნებს.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.

 

 


close დახურვა