logo
ENG



გამყრელიძე ჩახუნაშვილის განაჩენზე: არ მეგონა ასეთი ულმობელი თუ იქნებოდა ქართული სასამართლო

19 ივნ 202621:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/19/zcue270vs41r5be.png

ამირან გამყრელიძე ექიმ გოგი ჩახუნაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება.

გამყრელიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები საზოგადოებაში დაპირისპირებასა და პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს.

"ეს პოსტი დავწერე შარშან ოქტომბერში. ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენელის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო.

რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას.

ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია. ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან.

რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით.

სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს", - დაწერა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და სხვა 6 ბრალდებულს 4 ოქტომბრის საქმეზე, განაჩენი დღეს, 19 ივნისს გამოუტანა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.

 ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს - 5 წელი;

 ია დარახველიძეს - 5 წელი;

კონსტანტინე კოკაიას - 5 წელი;

კახაბერ მჟავანაძეს - 5 წელი;

დავით სტურუას - 5 წელი;

დავით ჟღენტს - 5 წელი;

ზაქრო ალბუთაშვილს - 5 წელი;


close დახურვა