logo
ENG



შსს: დაკავებული თავს დაესხა პოლიციელებს, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

28 ივნ 202622:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/28/yg8xuqwywhpwaoa.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 


close დახურვა