თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ პროპაგანდისტ გოგა ხაინდრავას სარჩელის განხილვა იწყება.
დავის საგანი ის რეპორტაჟია, რომელსაც მოსარჩელე მხარე ცრუ დასმენად და ცილისწამებად აფასებს. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაინდრავა, კორუფციისა და ქვეყანაში მოქალაქეების უკანონო შემოყვანის სავარაუდო სქემაში ფიგურირებს.
ეს სარჩელი უკვე შეფასდა საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობად. ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ აღნიშნულ საქმეზე განგაშის სიგნალიც აამოქმედა.
