logo
ENG



პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავი ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე 14 ბავშვი

01 ივლ 202612:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/01/ahoe1z6cqy1twki.png

Associated Press-ის ცნობით პაკისტანის აღმოსავლეთ ქალაქ ლაჰორში, სამშაბათს, მშენებარე სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 14 სკოლის მოსწავლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.

უფროსი პოლიციელი ფაისალ კამრანის განცხადებით, კიდევ რვა ბავშვი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ. მანვე დასძინა, რომ სასწავლო ცენტრის მფლობელი და კიდევ ერთი პირი უკვე დაკავებულები არიან.

კამრანმა აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი ძველ შენობაში იყო განთავსებული და დაუმთავრებელი მეორე სართულის სახურავი, სავარაუდოდ, უხარისხო მშენებლობის გამო ჩამოინგრა.

თვითმხილველების თქმით, სახურავის ჩამონგრევის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და მაშველები მალევე მივიდნენ. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მცხოვრებლებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ნიჩბებითა და შიშველი ხელებით ცდილობდნენ ნანგრევების გაწმენდას.


close დახურვა