logo
ENG



პაკისტანში ავტობუსი თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი

03 ივლ 202614:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/03/ibx15hcx8aasn72.jpg

პაკისტანში საქალალაქტაშორისო ატობუსი ღრმა საგზაო ღხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ინფორმაციას სამთავრობო ოფიციალური პირები ავრცელებენ.

დაშავებულ 8 ადამიანს პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი ქალაქ ჟობის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტობუსი, რომელიც კერძო საქალაქთაშორისო კომპანიას ეკუთვნოდა, პროვინციის დედაქალაქ კვეტადან ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადისკენ მიემართებოდა.

სამხედრო სპიკერის, ვაჰიდულა მოჰამადის ინფორმაციით, პარალელურად, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა მეზობელ ავღანეთში. ქაბული-ჯალალაბადის ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანა, რომელსაც პაკისტანიდან მომავალი 22 ავღანელი ლტოლვილი გადაჰყავდა, მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.


close დახურვა