logo
ENG



სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა

01 ივლ 202617:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/01/zvebk53fnz3evj2.png

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა, შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ თოშხუა და შერვაშიძე დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა დღევანდელ დღემდე შეუმცირა.

1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროევროპული პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.


close დახურვა