logo
ENG



მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს

01 ივლ 202620:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/01/xsdl1ws60ozulir.jpg

მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე თანამესაკნეებისთვის შეძახილის გამო 500 ლარით დააჯარიმეს. 

მან საპატიმრო დღეს, თორნიკე თოშხუას შემდეგ დატოვა.

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თორნიკე  თოშხუა დარბაზიდანვე გათავისუფლდა, მინდია შარვაშიძე, მოგვიანებით.

სააპელაციო სასამართლომ თოშხუა და შერვაშიძე დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა დღევანდელ დღემდე შეუმცირა.

1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროევროპული პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.


close დახურვა