logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა

04 ივლ 202614:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/04/yg34aa1987mw5l0.png

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განცხადება იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება კონსტანტინოვკა დაიკავეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ანდრი კოვალევის ცნობით, კონსტანტინოვკა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.

"3 ივლისს მოწინააღმდეგემ 11 შტურმი განახორციელა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა წარმატებას ვერ მიაღწია. ნაცვლად აღიარებისა, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები არაერთხელ მიმართავენ აშკარა დეზინფორმაციისა და ყალბი ცნობების გავრცელებას", - თქვა კოვალევიმ. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა "აიღეს".

"კონსტანტინოვკა, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია", - თქვა პუტინმა.

რუსეთის არმიაში აცხადებდნენ, რომ კონსტანტინოვკაში შესასვლელად არმიამ გადალახა დაბრკოლებების სისტემა, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში აშენებდნენ.


close დახურვა