Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, რუსეთი ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისს ებრძვის და სავაჭრო კომპანიების მეშვეობით იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს გეგმავს.
Reuters-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ივლისის პირველ ნახევარში იაპონიის ჩიბას პორტიდან, სულ მცირე, 200 000 ბარელი თვითმფრინავის საწვავი ჩაიტვირთება და ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი, შუამავალი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით, რუსეთში გაიგზავნება. ტვირთი ერთი ტანკერიდან მეორეზე დაიტვირთება და რუსეთში საზღვაო გზით გაიგზავნება.
Reuters წერს, რომ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და საწყობებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსკოვი საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს, რამაც საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, 16-დან 22 ივნისამდე რუსეთში ბენზინი 3%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2.7%-ით გაძვირდა.
წყაროების განცხადებით, რუსი ფერმერები შიშობენ, რომ, შესაძლოა, წელს მოსავლის აღება ვერ შეძლონ.
