logo
ENG



ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას მისცემს ლიცენზიას, თავად აწარმოოს Patriot-ის სისტემები

08 ივლ 202618:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/08/waylewezc0yavlj.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინას მიეცემა შესაძლებლობა, თავად აწარმოოს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრებთ, არის ის, რომ, როგორც იცით, კომპანიებზე — ჩვენ მათზე დიდი გავლენა გვაქვს — იმ კომპანიებზე, რომლებიც Patriot-ს და სხვა შესანიშნავ სისტემებს, მათ შორის Tomahawk-ს, აწარმოებენ,“ — თქვა ტრამპმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას მისცემს ლიცენზიას, რომ თავად აწარმოოს ისინი. 

„ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ თავად აწარმოოთ ეს სისტემები. საკმაოდ მაგარია. ასე ვეღარ იტყვით, რომ ჩვენ მათ არ გაწვდით,“ — დაამატა მან.

მოგვიანებით, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემები დაუყოვნებლივ სჭირდება და საკუთარი წარმოების დაწყებას დრო დასჭირდება, ტრამპმა უპასუხა:

„ვფიქრობ, ისინი საკმაოდ სწრაფად შეძლებენ წარმოების დაწყებას.“


close დახურვა