რუსეთის სამხედრო ძალების წინსვლის ტემპი 2026 წლის პირველ ნახევარში ორჯერ შემცირდა — ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, 2026 წელს რუსულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევების განხორციელება ვერ შეძლეს, განსხვავებით გასული წლებისგან, როდესაც ისინი იერიშებს ერთდროულად 13 სხვადასხვა ფლანგზე აწარმოებდნენ.
„ამჟამად ჩვენი და მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 40:60-ს შეადგენს. სწორედ თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა“, — განაცხადა სირსკიმ.
რუსეთის ხელისუფლება კი ფრონტზე არსებულ ვითარებას სრულიად სხვანაირად წარმოაჩენს. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მათი ჯარები ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ, თუმცა, ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ FT-სთან (Financial Times) ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს პოზიციები მყარად აქვს დაკავებული და ბრძოლა „საჰაერო ფაზაში გადავიდა“.
