logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანა იერიში

13 ივლ 202614:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/n5xws79wu0di7hp.png

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ მადიარ ბროვდის თქმით, 13 ივლისის ღამით თავისუფლებისმოყვარე უკრაინელებმა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში. მისი თქმით, წარმატებით დაარტყეს 7 ტანკერს, 5 მშრალტვირთმზიდს, 1 ბორანს და 2 ბუქსირს.

ბროვდის ინფორმაციით, რვა დღეში ჯამში 105 გემზე მიიტანეს იერიში. 

ბროვდიმ აღნიშნა, რომ ოპერაციის ფარგლებში უკრაინელებს ოკუპირებული ყირიმის სატვირთო ინფრასტრუქტურაზე ყოველ ღამე მიაქვთ იერიშები, რის შედეგადაც ქერჩის სრუტის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეწყდა და ტვირთების ჩამოზიდვა მინიმუმამდე დავიდა.

 


close დახურვა