logo
ENG



ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებია

27 ივლ 202615:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/27/0pl3mxfxot6aad5.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ზელენსკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბრიტანეთში მყოფ უკრაინელ სამხედროებთან, მათ შორის იმ მებრძოლებთან, რომლებმაც Sea Breeze-ის სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა ისტორიულად ყველაზე მაღალ დონეზე ავიდა.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოება – თანამშრომლობა, რომელიც ორივე ქვეყანას აძლიერებს. ვაფასებთ, რომ ყოველთვის შეგვიძლია ბრიტანეთის პრინციპულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობასა და მხარდაჭერას დავეყრდნოთ“, – წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინა გააგრძელებს მუშაობას, რათა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაფართოვდეს.


close დახურვა