logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანა

30 ივლ 202612:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/30/nkldz7hvba9y21g.jpg

უკრაინა რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით თავს დაესხა. ამ ინფორმაციას BBC პენზის ოლქის გუბერნატორ ოლეგ მელნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად ლოგისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

Wildberries-ის პრესსამსახურის განცხადებით, ლოგისტიკური ჯაჭვები უკვე გადაეწყო, ხოლო მომწოდებლებისგან ტვირთების მიღება და მომხმარებლებისთვის შეკვეთების გაგზავნა სხვა ლოგისტიკური ობიექტებიდან მიმდინარეობს.

BBC წერს, რომ 18 ივლისიდან მოყოლებული უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის ლოგისტიკურ ტერმინალებზე, სულ მცირე, ცხრა თავდასხმა განახორციელა. დარტყმების სამიზნე გახდა საწყობები მოსკოვის ოლქში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ნევინომისკსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და სიმფეროპოლში.


close დახურვა