logo
ENG



ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს

15 სექ 202611:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/ky31ntiea4tzr19.png

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 25 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და 4 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი".

"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის 3 და საქართველოს 1 მოქალაქე.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა