თბილისში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან და პოლიციამ ისინი იმ დროს დააკავა, როდესაც ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულ ადგილზე განთავსებას ცდილობდნენ.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
