logo
ENG



ელენე ხოშტარია: 7 აგვისტოს რუსეთის არმია უკვე საქართველოში იყო — ისტორიას ვერავინ გადაწერს

07 აგვ 202618:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/07/hx7se334gvgkf1j.jpg

პოლიტპატიმარმა  „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ქვეყანას მსხვერპლიც ჰყავდა. მისი თქმით, ვერავინ შეძლებს 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის, ქართველი სამხედროების გმირობისა და გიორგი ანწუხელიძის ღვაწლის დავიწყებას ან დაკნინებას.

ხოშტარიას განცხადებით, რუსეთისა და ,,ქართული ოცნების“  მცდელობების მიუხედავად, ვერც იმ ფაქტს გადაწერენ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა, მთავრობა ბოლომდე იდგა და ქვეყანა არ ჩამოშლილა. მან „ქართული ოცნება“ რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ოკუპაციის ისტორიაში სირცხვილის ფურცლებს შეავსებენ, განცხადება კი სიტყვებით — „რუსეთი ოკუპანტია, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“. დაასრულა.


close დახურვა