უკრანის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის, თქმით, "ფაქტობრივად, მიაღწიეს რუსეთის სამხრეთის ბლოკადას".
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აგვისტოში უკრაინის არმია 30 ათასამდე რუს სამხედროს გაანადგურებს.
"ჩვენი დარტყმები საშუალო დისტანციის სამიზნეებზე იზრდება. ჩვენ, ფაქტობრივად, მივაღწიეთ რუსეთის სამხრეთის ბლოკადას და ვაფართოებთ ამ სტრატეგიულ ოპერაციას, საკმაოდ სამართლიანადაც ვაფართოებთ მას, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ.
ჩვენი სანქციები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და მათი ობიექტების წინააღმდეგ, ჩვენი დარტყმები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის წინააღმდეგ და ჩვენი ოპერაციები შავ და აზოვის ზღვებში – ეს ყველაფერი მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეზღუდვას.
მნიშვნელოვანია, რომ ამას უფრო აქტიური პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედებები მოჰყვეს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის ცნობით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განისაზღვრა სლავიანსკისა და კონსტანტინოვსკის რაიონების გაძლიერების სტრატეგია.
