logo
ENG



ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 არასრულწლოვანია

17 აგვ 202611:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/17/wylbzy9uapw9y07.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ მოქალაქეს, ძვირადღირებული მობილური ტელეფონები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა