logo
ENG



თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე ონლაინ სესხი გაააქტიურა - დააკავეს 1 პირი

21 სექ 202615:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/21/gi9gjvmasfas6sr.png

რუსთავში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.

საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

 

 

 

 


close დახურვა