logo
ENG



პუტინის თქმით უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივა ჯერ კიდევ არსებობს

03 სექ 202615:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/1ad1vn4h4ei6z3f.png

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მადლიერია ყველასი, ვინც პროცესში წვრილის შეტანას ცდილობს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ.

 ამასთან, პუტინმა დაადასტურა, რომ ორ ქვეყანას შორის კონტაქტები სპეცსამსახურების ხაზით ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუმცა გაუჭირდა პროგნოზირება, მიიყვანს თუ არა ეს მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებამდე. მან ასევე კვლავ „სახელმწიფოებრივი ტერორიზმი“ უწოდა უკრაინის გაფრთხილებებს რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენების საფრთხის შესახებ.

close დახურვა