"თავისუფალი ხალხის პარტიის (გირჩი)" თავმჯდომარე და გადაცემა "საქართველოს დაბადების" ავტორი იაგო ხვიჩია გიორგრი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.
"რას არ აბრალებდით ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ?! ...
რა მუხლით დაიჭირეს?!...რა შუაშია, სამშობლოს ღალატი - ასეთი დეფინიცია არ არსებობს.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ არანაირი სხვა ბრალდება არ გქონდათ რეალური ბარამიძის მიმართ.
ყველა უხერხულობაში ჩააგდეთ, ვეტერანებს სარჩელი დააწერინეთ საკუთარ კოლეგაზე...ციხეში რას გააქანეთ კაცი...
ზოგადად, ვითხოვ ხელი არ შემეშალოს საკუთარი გადაცემის გაკეთებაში.
ბარამიძის სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში არაფერში არ წერია და ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი.
გაიძახოდით "სისხლიანი ნაცებიო" და ბოლოს გამოვიდა 32 წლის წინანდელი ამბავი რომ მოყვა კაცმა მაგის გამო დაიჭირეთ.
როგორც საპროკურორო საბჭოს წევრს მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ რაღაცის მოყოლის გამო კაცი გაასამართლო სამშობლოს ღალატზე და არა იმის გამო რაც ჩაიდინა და არ ჩაიდინა. რაღაცა კაცმა 32 წლის შემდეგ მოყვა და საბოტაჟზე ასამართლებთ, უბრალოდ აბსურდია", - თქვა იაგო ხვიჩიამ შალვა რამიშვილთან ინტერვიუში.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა მას "სამშობლოს ღალატს ანუ საბოტაჟს" ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავების საბაბი არის ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუ გადაცემაში "საქართველოს დაბადება" სადაც მან თქვა, რომ აფხაზეთში ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ."
