დიდუბის ტერიტორიაზე ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქვეითს დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
