logo
ENG



21-ე სკოლის მშობლების ცნობით, სწავლის დაწყებიდან 2 დღეში აცნობეს, რომ შენობა ავარიულია

18 სექ 202610:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/vyruabhaa1ru7xp.png

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მე-6 გერმანული სკოლა) მშობლების ინფორმაციით, სწავლის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ აცნობეს, რომ 18 სექტემბრიდან სკოლაში სწავლა შეწყდება. 

მშობლების თანახმად, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა ავარიულია და უწევთ სასწავლო პროცესის შეჩერება, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. 

ჯერჯერობით მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორი რეჟიმით წარიმართება სწავლა, თუმცა, სკოლა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უმოკლეს ვადაში მიაწვდის.


close დახურვა