22 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ფედერაციის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ორ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამარაში დაზიანდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამარის ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს და ნავთობპროდუქტების 30-ზე მეტ სხვა სახეობას.
ასევე, დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა უფაში მდებარე ბაშნეფტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ერთობლივი დარტყმები სპეციალური ოპერაციების ძალების, უპილოტო სისტემების ძალებისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაწილეობით განხორციელდა.
