logo
ENG



დიმიტრი პესკოვმა ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა

23 სექ 202614:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/23/wsmcevcmyhww5s7.png

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის პოზიცია ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, პუტინმა ადრეც განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში ზელენსკოს მოსკოვში მიიღებენ და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემენ, თუმცა მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად ყველამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, საქმეში კი აშშ-ის ლიდერს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება შეუძლია.


close დახურვა