ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს შორის, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ადგილობრივი გამოცემა TOK2Region-ის ინფორმაციით, შემთხვევა 18 სექტემბერს მოხდა. მშობელი ეკატერინე წამალაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირებამდე მას სკოლასთან მისი შვილის შეფასებასა და მომდევნო კლასში გადასვლაზე უთანხმოება ჰქონდა.
მასწავლებელი ბადრი კაპანაძე მშობლის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მოსწავლემ გაცდენების გამო ექსტერნის გამოცდა ჩააბარა, თუმცა საჭირო ქულა ვერ მიიღო.
