logo
ENG



რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა დაზიანდა

24 სექ 202611:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/24/xsn8arwyowlb3op.png

რუსეთის როსტოვის ოლქში, კაგალნიცკის რაიონში, დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობბაზის ადმინისტრაციული შენობები დაზიანდა.

რეგიონის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, დაზიანება დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. მისივე თქმით, დაშავებულები და ხანძარი არ ყოფილა.

რუსული მედიის ცნობით, თავდასხმა 23-24 სექტემბრის ღამით მოხდა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დრონები უკრაინული იყო.


close დახურვა