logo
ENG



ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს

11 ოქტ 202612:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/11/p5kns613lga1eay.png

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

საბჭოს დღის წესრიგშია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურება. მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების გავლენაზე გაერთიანების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ასევე კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

საქართველოს საკითხი საბჭოს მიმდინარე საკითხების ნაწილშია შეტანილი.


close დახურვა