შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.
ბრალდებულების ბინებსა და ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 243 შეკვრა „მეთადონი“, 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260/4-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
