logo
ENG



ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

12 ოქტ 202617:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/9hx2rlsn1o49vmt.png

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, მინდაუგას სინკევიჩიუსმა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააკრიტიკა. 

"ჩვენ ამით არ ვამაყობთ, ეს სამარცხვინოა.

არცერთი შეთანხმება წერილობით არ მინახავს. ვნახე მხოლოდ პოსტები სოციალურ ქსელებში", - თქვა სინკევიჩიუსმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ტრამპი აღნიშნავს, რომ საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.

 

 


close დახურვა