logo
ENG



ზელენსკი მადლობას უხდის ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის: ეს არის სწორი სიგნალი

12 ოქტ 202620:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/xb7sh83wi0s19o8.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლეიენსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებისთვის.

"მადლობა ანტონიუ კოშტას, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ მიმართული ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის მიღებისთვის.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთი არ აპირებს დათანხმდეს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ ენერგეტიკულ ზავს და ჩვენი ხალხისა და დასახლებების წინააღმდეგ ტერორისტული საჰაერო თავდასხმების გაგრძელებას გეგმავს.

მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ექვს ობიექტზე მიიტანეს იერიში. ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაშავდა.
სწორედ ასე ვითარდება მოვლენები, როდესაც რუსეთი ხედავს თავისი სამხედრო მანქანისთვის შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას.

ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისა და „შაჰედების“ წარმოებაში მონაწილეობენ, სწორი და აუცილებელი სიგნალია, თუ ჩვენ ნამდვილადt გვინდა რუსეთის ომის დასრულება",- წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი 1 569 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ეს სანქციების სიაში შეყვანის ყველაზე მასშტაბური პაკეტია, რომელიც ევროკავშირს ოდესმე შეუთანხმებია.


close დახურვა